ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუმი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.
„საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. მოხარული ვარ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა“, – წერს ურმას რეინსალუმი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.