სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა და გათავისუფლება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა და ცხინვალის ციხიდან გათავისუფლება მიულოცა.
​პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის მოხარულია, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი შობა-ახალი წლის დღესასწაულებს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად შეხვდება.
​პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას და ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები