პოლონეთში ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის ქალაქ სედლცეს რაიონულმა სასამართლომ, ქურდობაში ეჭვმიტანილ საქართველოს სამ მოქალაქეს, სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას Tygodnik Siedlecki ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ქალაქში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქურდობებმა იმატა. ძირითადად, სასწავლო დაწესებულებებთან, საბავშვო ბაღებთან, ბანკების ფილიალებთან.

ბოროტმოქმედები აღნიშნულ დაწესებულებებთან მდგომი ავტომობილებიდან ჩანთებს, ნოუთბუქებს და სხვა ნივთებს იპარავდნენ.

რამდენიმე დღის წინ, კი პოლიციამ ერთ-ერთ ბაგა- ბაღთან საეჭვო ავტომობილი გააჩერა. სავარაუდოდ, მასში საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მათი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს, სამართალდამცველებმა ათობით ნივთი ამოიღეს, მათ შორის ძვირადღირებული სათვალეები, ტელეფონები, ჩანთები, ნოუთბუქები. მოგვიანებით კი, გაირკვა რომ, ჩანთებიდან ამოღებულ თანხებს ქურდები საქართველოში აგზავნიდნენ.

დაკავებულები არიან 27, 33 და 37 წლის მამაკაცები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები