ამირან გამყრელიძე: ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციაა
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული საშუალებაა.
მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ-ჯგუფებისთვისაა რეკომენდირებული.
“გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არცერთი ქვეყნის, აუცილებელ ანუ მანდატორულ აცრათა კალენდრებში არ შედის, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული საშუალებაა გრიპის პროფილაქტიკის. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის”, – განაცხადა გამყრელიძემ.