ჩაქვში დაღუპული მოზარდების თანასკოლელებმა სოლიდარობის აქცია მოაწყვეს
ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მერხები ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული მოსწავლეების სოლიდარობის ნიშნად, გამოიტანეს. აღნიშნულ სასწავლებელში გარდაცვლილებიდან სამი მოზარდი სწავლობდა. სკოლის ეზოში სანთლები დაანთეს და დაღუპულების სურათები გამოფინეს. გუშინ დღის 4 საათზე 5 მეთერთმეტე კლასელი ავტომობილით ჩაქვისთავთან 50 მეტრი სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. პედაგოგები ამბობენ რომ, მოზარდები ექვსივე გაკვეთილს დაესწრნენ, შემდეგ კი საგანმანათლებლო დაწესებულება დატოვეს. ხუთივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში ნაპოვნი იქნა ახალგაზრდების პირადი ნივთები, მათ შორის ჩანთებიც. გარდაცვლილები ბათუმის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს, ადგილზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები. ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე. ახლობლების თქმით, ავტომობილი ერთ-ერთი დაღუპულის ბიძას ეკუთვნოდა.