მარნეულში სოფელი კირაჩ-მუღანლოს გაზიფიცირება დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა. ამ ეტაპისთვის, ბუნებრივი აირით სოფელი კირაჩ-მუღანლო მომარაგდა.
გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა 327 ოჯახს აქვს.
გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 25 კმ გაზსადენი მოეწყო.
ახლადაშენებული ქსელი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც მარნეულის მერი ზაურ დარგალი, „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამედოვი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ქვემო ქართლის მასშტაბით 117 996 აქტიური აბონენტია, აქედან მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 334.