ბათუმში დაჭრილ პოლიციელს კლინიკიდან დღეს გაწერენ

ბათუმში დაჭრილ პოლიციელს დღეს სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერენ. იგი ერთი კვირის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ბათუმში 18 დეკემბერს, ყელის არეში დაჭრეს. ბრალდებული მისმა მეწყვილემ ადგილზევე დააკავა. დაჭრილ პოლიციელს კი პირველადი დახმარება მოქალაქემ აღმოუჩინა და სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები