მარტვილის სკოლამდელ დაწესებულებებში საახალწლო კვირეული გრძელდება
17 დეკემბრიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ საბავშვო ბაღებში, საახალწლო კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” მარტვცილის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღეს, საახალწლო ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია №1, გაჭედილის და ბალდის საბავშვო ბაღებში დაესწრო. ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლამდელი დაწესებულების ყველა აღსაზრდელი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელ საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისგან, საახალწლო საჩუქარს მიიღებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაცია და აღსაზრდელების მშობლები.