გურამ ნიკოლაშვილი: არსებობს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, შეფასება, რომ საქართველო წარმოადგენს რეგიონის მასშტაბით ყველაზე პროამერიკულ ქვეყანას და ამას არავინ არ უარყოფს
„არსებობს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, შეფასება, რომ საქართველო წარმოადგენს რეგიონის მასშტაბით ყველაზე პროამერიკულ ქვეყანას და ამას არავინ არ უარყოფს”, – აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.
მისი თქმით, რა ახასიათებს ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლას? განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, ჯერ იქნება ნარატივი, რომ „ქართულ ოცნებას” აღარ აქვს მხარდაჭერა, არც ქვეყნის შიგნით არც საზღვარგარეთიდან. ის არის ჩამოშლილი და ის არის პრორუსული. განსაკუთრებით პრორუსულობის კონტექსტში “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი დადანაშაულებული იყო არა დღეს, არა რაიმე არგუმენტის შედეგად, არამედ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის იყო ოპოზიციაში, ანუ 2011-2012 წლებში და შემდეგ მთელი შვიდი წლის განმავლობაში.„როცა საქართველოს, საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა აშშ -ში და ეს ვიზიტი დასრულდა, ამის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოკლე პრეს-რელიზს აქვეყნებს. ატყდა ბევრი დავა ინგლისურ ტექსტზე, თარგმანებზე და შინაარსში, იდეაში, განსხვავება არ არის, სწორად რომ გვესმოდეს. უბრალოდ, რედაქციებმა სხვადასხვა პასაჟი გაამძაფრეს. სიმძაფრე – რატომ დავიწყე შორიდან? ეს სიმძაფრე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ამ სიმძაფრემ, ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში, ამა თუ იმ მხარის არგუმენტი უნდა გაამყაროს, ოპოზიციის არგუმენტი უნდა გაამყაროს, რომ მორჩა, „ქართულ ოცნებას” არ აქვს მხარდაჭერა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გააკეთოს დაჟინებით მოთხოვნაზე. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ინგლისურის სპეციალისტი, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნაც. პირველ რიგში, როდესაც ამერიკის საელჩო აქვეყნებს თარგმანს, ეკლესიურ ენაზე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, ეს არის კანონიკური თარგმანი. მითუმეტეს, ინგლისურ სიტყვებს უამრავი შესატყვისი აქვს და უამრავ სიტყვას აღწერს, თვითონ ლექსიკონშიც რომ ვნახოთ, მაგრამ ტონალობას ის არჩევს. დიპლომატიური ენით დაწერილი ტექსტი მძაფრი ვერ იქნება – ეს ერთი და მეორე, ნებისმიერ რედაქციას, ვისაც სურს სიმართლის გადამოწმება, ხუთ წუთში შეეძლო ეს გაეკეთებინა, მოეძებნა ნებისმიერი სხვა განცხადება ამერიკის საელჩოში, სადაც იგივე სიტყვაა გამოყენებული და ენახა, როგორია ქართულ თარგმანში. ვისაც ეს თემა აინტერესებს, შემიძლია, აქედანვე მივუთითო, ნახონ 14 ნოემბრის ტექსტი, რომელიც ეხებოდა ჩავარდნილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, იგივენაირად იყენებს ამ სიტყვას, იგივენაირად ეს ნათარგმნია, როგორც მოწოდება. თუ აინტერესებს როგორ ითარგმნება დაჟინებით მოთხოვნა, ეს ტექსტიც იძებნება, ამერიკის საელჩოს განცხადებაში 2012 წლის 20 ნოემბერს”, – აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.