ეკატერინე ტიკარაძე: გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ გვაქვს

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.​

მისივე თქმით, სახელმწიფო გრიპის ვირუსისთვის მზად არის.

“რა თქმა უნდა, როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გარკვეული დაგვიანება. თუმცა ჩვენ არა გვაქვს პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის.

ვაქცინა ეს არ არის პანაცია და აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე, შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში და ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები