ზაალ ანჯაფარიძე: “ნიუ იორკ თაიმსის“ სტატია ეკუთვნის კორესპოდენტ მარგარიტა ანთიძეს, ვინც ოპოზიციის 3,000-იანი მიტინგი 20,000-იანად შეასაღა აუდიტორიას

“ჩვენი ზოგიერთი მედიის მიერ დიდი ენთუზიაზმით გავრცელებულ „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიის გამო, არ შემიძლია რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა. ეს არის არა თავად გაზეთის, არამედ როიტერის მასალა, რომელიც ეკუთვნის კორესპოდენტ მარგარიტა ანთიძეს, სწორედ იმას, ცოტა ხნის წინ ოპოზიციის 3,000-იანი მიტინგი რომ 20,000-იანად შეასაღა აუდიტორიას”,- ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ე.წ. “დამოუკიდებელი” მედია ხელისუფლებას თავისუფლად და უმოწყალოდ ყოველდღიურად ბომბავს.

“არ მჩვევია სხვის კომენტარებზე კომენტარის კეთება, ეს არცკორექტულია და არც პროფესიული. ეს მათი აზრია და წერტილი! თუმცა ჩვენი ზოგიერთი მედიის მიერ დიდი ენთუზიაზმით გავრცელებულ ,,ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიის გამო, არ შემიძლია რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა. ეს არის არა თავად გაზეთის, არამედ როიტერის მასალა, რომელიც ეკუთვნის კორესპოდენტ მარგარიტა ანთიძეს, დიახ, სწორედ იმას, ცოტა ხნის წინ ოპოზიციის 3,000-იანი მიტინგი რომ 20,000-იანად შეასაღა აუდიტორიას. მასალის სხვადასხვა “მარგალიტებში” ერთს გამოვყოფდი . “But human rights watchdogs have criticized the current government over a lack of progress on judicial reform and for putting pressure on independent media.” დღეს როდესაც ე.წ. “დამოუკიდებელი” მედია თავისუფლად და უმოწყალოდ ყოველდღიურად ბომბავს ხელისუფლებას, რომელ ზეწოლაზე საუბრობენ ჩვენი “ვოჩდოგები” რომლებიც თავად არიან ჩართული ამ დაბომბვაში?! სტატიას აქვს საინტერესო მინაწერი (Reporting by Margarita Antidze; Editing by Catherine Evans)“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები