ზუგდიდის თეატრალური დასი ზურაბ ეგუტიას მხარდასაჭერად შეიკრიბა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა, ზუგდიდელ საზოგადოებასთან ერთად, ზუგდიდის თეატრის დირექტორს ზურაბ ეგუტიას, დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოში, სოლიდარობა გამოუცხადა.

ზუგდიდის თეატრალური დასის მსახიობების განცხადებით, კონკრეტული მსახიობები თეატრის დირექტორს ცრუ ბრალდებაში ადანაშაულებენ და მათ სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატეს.

ზუგდიდის თეატრში მომხდარი ინციდენტის სავარაუდო ცემის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ეგუტიას ფიზიკურ ძალადობაში მსახიობი კოკა ხუბუტია ადანაშაულებს. ინციდენტი რამდენიმე თვის უკან მოხდა. ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მოქმედი კანონმდებლობით, თეატრის დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ ეგუტია წარმოადგინა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე სამინისტროს გადაწყვეტილებით დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები