ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტის გაშუქებისას მედიასტანდარტების უხეში დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ

„მიშიზმის კვირეული“ – ანალიტიკოსები გური სულთანიშვილი და ბაჩო ოდიშარია POSTV-ის ანალიტიკურ გადაცემაში „გური და ბაჩო უყურებენ ქართულ მედიას“, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე და ამ ფაქტის გაშუქებისას მედიასტანდარტების უხეშ დარღვევებზე საუბრობენ.

გადაცემის მსვლელობისას ანალიტიკოსებმა ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრეს და განიხილეს მიხეილ სააკაშვილის პოსტი, რომელმაც ცოტნე გამსახურდია თავის დროზე ფაქტობრივად დააინვალიდა და რუსეთის აგენტად შერაცხა.

გური სულთანიშვილი და ბაჩო ოდიშარია ნიკა გვარამიას აკრიტიკებენ, რომელმაც გადაცემაში მიშა სააკაშვილის ჩართვის დროს განაცხადა, რომ ქართველობა მისთვის სადღეგრძელო და ხორუმის ცეკვა საერთოდ არ არის, რითიც მან ბიძინა ივანიშვილის 14 დეკემბერს გამოსვლის ტექსტი გააქილიკა.

ანალიტიკოსები იხსენებენ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს. მათი თქმით, რიგით ჯარისკაცთან ერთად სადილობის სცენები ამ ადამიანისათვის და მისი გუნდისთვის არაორგანული და რიგით ქართველთან, ქართულ სოციუმში ასეთი გზით ინტეგრირება, უბრალოდ სასაცილო იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები