მედია: ირანის დასავლეთ ნაწილში თავდასხმის შედეგად IRGC-ის ორი მებრძოლი დაიღუპა
ირანის დასავლეთ ნაწილში, ქერმანშაჰის პროვინციაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ორი წევრი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაშავდა.
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ პავეში მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმა „ტერორისტულმა ელემენტებმა“ განახორციელეს.
გავრცელებული ცნობებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო შეიარაღებულმა დაჯგუფებამ „Xore Heva“-მ („იმედის მზე“), რომელმაც განაცხადა, რომ მოქმედება 2022 წლის საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის საპასუხოდ განახორციელა.
შემთხვევის გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ირანის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.