“გთავაზობთ გამოცდაზე მოქცევის წესებს” – გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც მათ გამოცდაზე მოქცევის წესებს სთავაზობს.
“საგამოცდო პროცესში აკრძალულია:
პასუხების ფურცლის დაზიანება, გადაკეცვა ან შტრიხკოდის გაფერადება;
ერთმანეთთან გადალაპარაკება;
დახმარების მიღება ან გაწევა;
წესების დარღვევა იწვევს გაფრთხილებას; განმეორების შემთხვევაში – გამოცდიდან მოხსნას.
აკრძალული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში (მობილური ტელეფონი, დამხმარე მასალა, კალკულატორი და სხვ.) აბიტურიენტი გამოცდიდან იხსნება გაფრთხილების გარეშე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში