4-5 ივლისს ანაკლიაში საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
4-5 ივლისს ანაკლიაში საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორდღიანი პროგრამის ფარგლებში მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის.
“საზღვაო სეზონის გახსნის ღონისძიების ორგანიზატორები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და DMO სამეგრელო.
4 ივლისი:
15:00 – საფესტივალო სივრცის გახსნა
15:00 – სპორტული ღონისძიებები
15:30 – დღის კონცერტი
20:00 – ჯგუფი „ურსა” ორკესტრთან ერთად
21:30 – DJ გიგა პაპასქირი
5 ივლისი:
15:00 – საფესტივალო სივრცე
15:00 – დღის კონცერტი
19:30 – ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4
21:00 – დუეტი „ჯორჯია”
22:30 – ელექტრონული მუსიკა
სეზონის განმავლობაში ანაკლიაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისიძიებებია დაგეგმილი,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.