“ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას” – შალვა პაპუაშვილი
“ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ დღევანდელი დისკუსიების ფარგლებში გაჩნდება ღირებული იდეები და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საერთო მიზნების მიღწევას.
“ჩვენს პლენარულ სესიას წარმატებას ვუსურვებ და მოუთმენლად ველი ნაყოფიერ და შინაარსიან განხილვებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.