რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავარიას 50 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეითი ქუჩაზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შეჯახების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები