სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ განაჩენს უკანონოდ აფასებს
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია დეფაქტო რეჟიმის ე,წ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების აღკვეთას უკანონოდ და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს. ოფიციალური განცხადება ადმინისტრაციამ სოციალური ქსელით გაავრცელა.
„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას და ნეგატიურად აფასებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ გამოტანილ განაჩენს. დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის ფაქტებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც არაკანონიერ ქმედებებს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად. ვთვლით, რომ ცხინვალის რეჟიმის ბრალდებებს ექიმის მიმართ არ გააჩნია სამართლებრივი საფუძვლები. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გამოხატავს თანადგომას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“,[ ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განცხადებაში.