ლინას ლინკევიჩუსი: ლიეტუვა რუსეთს და სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. მთავრობას მოუწოდებს გაათავისუფლონ დაკავებული ქართველი ექიმი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების საკითხს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მან რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობას მოუწოდა, რომ დაკავებული ექიმი გაათავისუფლონ.
„საქართველოს რეგიონ ცხინვალის ე.წ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ექიმ გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ გვახსენებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კანონის უზენაესობა არ არსებობს​. ლიეტუვა მოუწოდებს რუსეთს და ე.წ. მთავრობას სამხრეთ ოსეთის რეგიონში გაათავისუფლონ დაკავებული ქართველი ექიმი“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.
​ცნობისათვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები