მოსკოვის ცენტრში უსაფრთხოების სამსახურთან სროლა მოხდა – მსროლელის, სავარაუდო, ვინაობა ცნობილია (ვიდეო)

მოსკოვის ცენტრში, ფედერალური საგამოძიებო ბიუროსთან (ФСБ) 19 დეკემბერს, ცეცხლი 39 წლის ევგენი მანიუროვმა გახსნა.

თუმცა, მედიის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია საგამოძიებო კომიტეტს ჯერ არ დაუდასტურებია.

გამოძიება „სამართალადამცველების სიცოცხლის ხელყოფის“ფაქტზე მიმდინარეობს.

„კომსომოლსკაია პრავდა“ წერს, რომ სამართალდამცველებმა მსროლელის სახლში პოდოლსკში ჩხრეკა ჩაატარეს საიდანაც იარაღის შვიდი ერთეული იქნა ამოღებული. ყველა მათგანი ოფიციალურია და არის მის მფლობელზე გაფორმებული.

როგორც მედიას მანიუროვის დედამ განუცხადა, მისი შვილი რამდენიმე ფირმაში დაცვის სამსახურში მუშაობდა, თუმცა ბოლოს ყველა მათგანი დატოვა.

„ბოლო დროს ის არ მუშაობდა, ტელეფონით ვიღაც არაბებთან კონტაქტობდა, არაფერს ვიგებდი საუბრიდან, ინგლისურად ლაპარაკობდნენ“, – აცხადებს მანიუროვის დედა.

მოსკოვის ცენტრში სროლა გუშინ მოხდა, რომლის დროს ФСБ-ს ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები