საქართველომ დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 21 %- ით გაზარდა, ხოლო იმპორტი 11.3 %-ით შეამცირა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 794.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 21.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. იმპორტის მოცულობა საანგარიშო პერიოდში 2 173.3 მლნ.აშშ დოლარს გაუტოლდა (11.3 პროცენტით ნაკლები).
სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 968.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-ნოემბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 8.0 პროცენტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები