რუსუდან თევზაძე: “ვაშინგტონ ტაიმსის” შეფასება გახარიას მიერ წარმოებული პოლიტიკური კურსის შესახებ ნიშანდობლივი და იმედისმომცემია
“ვაშინგტონ ტაიმსის შეფასება პრემიერ გახარიას მიერ წარმოებული პოლიტიკური კურსის შესახებ ნიშანდობლივია და იმედისმომცემი, საგარეო პოლიტიკის წარმოების პროცესში”,-ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერმა, რუსუდან თევზაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
“ეს არის კიდევ ერთი მკაფიოდ გაცხადებული მესიჯი საქართველოს მხარდაჭერისა ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანების გზაზე.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ზემოთქმული პოლიტიკური კურსის უმთავრესი და არსებითი ღირსება, კერძოდ რუსეთის ფაქტორის გამწვავების მინორული რეჟიმი, რომელიც მართებული და თანამიმდევრული ნაბიჯების შედეგია”,-წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.