“სისტემა კლავს”, “ვინ არის შემდეგი, მე?” – ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“სისტემა კლავს”,”ნუ იქნები ფსიქო მასწი“,”ვინ არის შემდეგი, მე?” – ამ ლოზუნგებით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული ფორმით, კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. მათ თეატრის წინ სანთლები დაანთეს და წარწერაც “ამ ცხოვრების დედაც” დატოვეს.

აქციის მონაწილეები მსვლელობით იმერეთის პოლიციის სამმართველოსკენ მიემართებიან.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გუშინვე გამომძიებელი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები