ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში 48%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 660 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 48%-ია.

ამერიკული მარკეტინგული კომპანიია „მარქ ენერჯის“ ხელმძღვანელის ჯული პეტერსონის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიური 50%-ით იზრდება.

მისივე თქმით, ბაზარზე, სადაც უდიდესი კონკურენციაა 20%-იანი ზრდაც უდიდესი პროგრესია.

„ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამგვარი განვითარება მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც. ახალი მწარმოებლებისთვის აშშ-ს ბაზარზე დასამკვიდრებლად ახლა შესანიშნავი დროა,“ – აღნიშნა „მარქ ენერჯის“ ხელმძღვანელმა.

ჯული პეტერსონი დღეს, ქართული ღვინის მწარმოებელ 60-მდე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა და ამერიკის ღვინის ბაზრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები