„ძლივს დავინახე დენი” – ადიგენში ორკომლიან დასახლებას მერიამ მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეები გადასცა

ადიგენში, სოფელ ფარეხაში მცხოვრებ ორ ოჯახს, 30 წელი ელექტროენერგია არ ჰქონდათ. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ მათ საჩუქრად მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარიები გადასცა.
84 წლის ვენერა ღვინიაშვლი ათეულობით წელია სოფელში ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდა. ამიტომ მას არც ტელევიზორი, არც რადიო და არც ტელეფონი ჰქონდა. ამბობს, რომ ქვეყნის ამბებს, მაშინ იგებდა თუ სოფელში ქალაქიდან შვილიშვილები მივიდოდნენ.
„ძლივს დავინახე დენი. ამოვისუნთქეთ, როგორც იქნა. დღეს სახლში ტელევიზორიც დავდგი, რადიოსაც ვუსმენ და ტელეფონსაც ვიყენებ. დიდ მადლობას ვუხდით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა და ასეთი კარგი საქმე გაგვიკეთა“,- ამბობს „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას პენსიონერი ქალი.
ღვინიაშვილთან ერთად, ფარეხაში კიდევ ერთი ოჯახი, 57 და 60 წლის და–ძმას ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ადგილზე გასულ წელს მოეწყო ფანჩატური. გარდა ამისა, გადაიხურა კორპუსის სახურავი და მოეწყო ფასადები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები