თენგიზ შარმანაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი თუ განახლების სიმბოლოა, სიკეთეში მოიხმარონ
“ნანუკა ჟორჟოლიანი თუ განახლების სიმბოლოა, სიკეთეში მოიხმარონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია იმ გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებული, რასაც უცხოეთში იღებენ.
“48 საათის წინ რომ მეთქვა, მიხეილ სააკაშვილი არათანმიმდევრულ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებსო, წარმოგიდგენიათ, თინა ბოკუჩავა რას მიზამდა? – გამოვიდოდა და იტყოდა, რომ პროპაგანდისტი ვარ და მათ საყვარელ პრეზიდენტზე სიცრუეს ვავრცელებ. ეს ხალხი დამოკიდებულია უცხოურ გავლენებზე და საკუთარი მოსაზრებები არ აქვთ. უცხოეთში მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ აღმასრულებელი არიან. ეს ყველაფერი მათ კრახამდე მიიყვანს. ვერ დავინახე რესურსი იმ განახლებაში, რასაც ვითომ ძველი და ახალი სახის წარმოჩენით გვთავაზობენ. რა ვიცი, შეიძლება, რაიმე გამომეპარა,” – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია.