ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან შეხვედრებს აგრძელებს

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, იგი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტრენერებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო ენის სწავლების პროცესში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. მხარეებმა ისაუბრეს სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების გზებზე, ასევე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრენერების როლს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები