უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა მოსკოვის კაპოტნიას რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ერთ კვირაში მეორედ მიიტანეს იერიში.
„გასულ ღამეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა ტექნიკამ კვლავ მიაღწია მოსკოვის რეგიონამდე – ერთ კვირაში მეორედ იქნა დაზიანებული მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ასევე, დარტყმები განხორციელდა როსტოვის ოლქში და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სამიზნეებზე“, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქებისა და თემების დაბომბვაზე „სრულიად სამართლიანი პასუხია“ და უკრაინელი სამხედროების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც, მისი შეფასებით, რუსეთის სამხედრო მანქანის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.
„დროა, ეს ომი დასრულდეს და რუსეთმა დიპლომატიური მიმართულებით აუცილებელი ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შედგენა
მისწერეთ კვირა