“მიხეილ სააკაშვილს სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის – მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს” – ვოლსკი
“მიხეილ სააკაშვილს სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის – მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს – ახლა ვინ აჯობებს ამ დესტრუქციის და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში, ამ ნიშნით და რაკურსით აკეთებს სააკაშვილი ამ ორ ქალბატონს შორის არჩევანს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ის მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანს ისურვებდა.
„სააკაშვილის მხრიდან იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც იმპულსურად თმის ვარცხნილობის შეცვლა და ბევრი სხვა, არ არის მოულოდნელი და ყველამ იცის, ვინც მას იცნობს. იგი თავს ყოველთვის აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონს უწოდებდა და მიაჩნდა, რომ მის მიმართ გამოხატული პოზიცია, რომ ის არის შუქურა, დემოკრატიული სამყაროს ლიდერი და ა.შ., ეს მას რეალობაში აქვს გააზრებული საკუთარ თავთან მიმართებაში. ასეთი წარმოდგენა აქვს და სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის, მათ შორის, ექსტრემისტული პროცესების განვითარების დროს. მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი გააჩნია. ახლა, ვინ აჯობებს ამ დესტრუქციის და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში, ამ ნიშნით და რაკურსით აფასებს სააკაშვილი ამ ორ ქალბატონს შორის არჩევანს”, – განაცხადა ვოლსკიმ.