Bild: ხანგოშვილის საქმეზე ბერლინიდან გაძევებულ დიპლომატთაგან ერთი ГРУ-ს მაღალი კლასის ჯაშუშია

ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე, გერმანიიდან გაძევებული ორი რუსი დიპლომატთაგან ერთ-ერთი, ევგენი სუცკია, რომელიც ოფიციალურად რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რეალურად კი, მაღალი კლასის რუსი ჯაშუშია, რომელიც გერმანიაში ГРУ-ზე მუშაობდა.

გაძევებული დიპლომატის ვინაობა გერმანული გამოცემა Bild-სთვის გახდა ცნობილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „35 წლის სუცკი გერმანიის სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ ივლისში მოექცა. ის გერმანელი მაღალჩინოსნების გადაბირებით იყო დაკავებული, რომ მათ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი2-ის“პროექტის ლობირება მოეხდინათ. სლუცკი ცდილობდა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ყოფილი წევრის სალაჰდინ კობანის გადაბირებას. გამომძიებლების ინფორმაციით, კობანი და სუცკი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ“, – წერს bild.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია აქვს თუ არა კავშირი სუცკის ხანგოშვილის მკვლელობასთან, თუმცა მისი გაძევება „შემთხვევით არ მომხდარა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები