„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: წელს 389 ჟურნალისტია დაპატიმრებული, 49 მოკლული, 57 კი გატაცებული

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, წინა წელთან შედარებით ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვა 12%-ით არის გაზრდილი.

ორგანიზაციის მონაცემით, წელს მედიის 389 წარმომადგენელია დაპატიმრებული, რომლებიც საპატიმროში პროფესიული საქმიანობის შესრულების შედეგად მოხვდნენ.

დაპატიმრებულთა თითქმის ნახევარი მოდის ჩინეთზე, ეგვიპტესა და საუდის არაბეთზე.

წლის დასაწყისიდან 49 ჟურნალისტია მოკლული, ამასთან, მათი მწირი ნაწილია დაღუპული შეიარაღებული კონფლიქტების ზონებში.

2019 წელს ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველი ქვეყნები აღმოჩნდა: სირია, მექსიკა, ავღანეთი, პაკისტანი და სომალი.

გარდა ამისა, მედიის 57 თანამშრომელი გაიტაცეს. ერთი უკრაინის სამხრეთ ნაწილში, დანარჩენები სირიაში, იემენსა და ერაყში. მათი უმრავლესობა დაკარგულად ითვლება.

ორგანიზაციის ანგარიში მოიცავს 2019 წლის 1 იანვრიდან -1 დეკემბრის პერიოდს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები