რაზე მოაწერეს ხელი კანდელაკმა, თარგამაძემ და სხვებმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით – რას წერს მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას აქვეყნებს, სადაც ის პირები არიან ჩამოთვლილი ვინც მხარს უჭერდა მოსაზრებას, რომ “2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა”.
”ცოტა ხნის წინ პოსტი დავდე, რაზეც ნახეთ ალბათ უკვე რეაქციები…
ახალგაზრდებსაც ამოუბეჭდავთ.
საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზე, სადაც რუსების დიდი აქტიურობის შედეგად ეწერა:
“2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან,..
იმავდროულად, რუსეთის საპასუხო შეტევამ(!)…”
მხარდამჭერები – გიორგი კანდელაკი; გოკა გაბაშვილი; ჩიორა თაქთაქიშვილი; დავით დარჩიაშვილი და გიორგი თარგამაძე.
ეს ხალხი და მისი თანაგუნდელები აპროტესტებენ ოკუპაციას, მის შედეგებს, ოკუპაციის მსხვერპლთან დაკავშირებულ უპასუხისმგებლო განცხადებებს…” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.