ხულოში ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს
დაბა ხულოში შინდისის გმირების ქუჩაზე, ლევან დეკანაძისა და ნოდარ აბულაძის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ფერდასამაგრი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 13 138 ლარს შეადგენს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,შპს როდა“ ასრულებს.
ფერდსამაგრი კედლები ხულოს მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით შენდება.