ახალციხეში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
დაზიანებული აპარატი ადგილობრივებმა შენიშნეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ახალციხის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო. საქმის მოკვლევა სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.