„გამყიდველი მთავრობის მეთაურად“: ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფინეთის ახალ პრემიერზე
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტ ჰელმემ, ფინეთის ახალ პრემიერ-მინისტრს სანა მარინს, შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენა.
„იმის გამო რაც ფინეთში ხდება, თმა ყალზე გვიდგება. ვხედავთ, როგორ გახდა გამყიდველი პრემიერ-მინისტრი, ასევე როგორ მოხვდნენ მთავრობაში ქუჩის სხვა აქტივისტები და მდაბიო ადამიანები“, – განაცხადა ჰელმემ.
აღნიშნულ განცხადებას Twitter-ში მარინმა უპასუხა და თქვა, რომ ფინეთით ამაყობს, სადაც „ღარიბი ოჯახის შვილს შეუძლია განათლების მიღება და ცხოვრებაში წარმატების მიღწევა და მართალია, რომ მაღაზიის გამყიდველს შეუძლია პრემიერ-მინისტრიც კი, გახდეს“.
დღეს, ჰელმემ განაცხადა, რომ მისი გამონათქვამი ესტონეთის მთავრობის აზრს არ გამოხატავს.
ესტონეთის ოპოზიცურ „რეფორმების პარტიაში“ განაცხადეს, რომ პარლამენტს მინისტრისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებისთვის მიმართავენ, თუ ქვეყნის პრემიერი იური რატასი, ჰელმეს თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სიტყვები დაგმეს, ქვეყნის შს მინისტრმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკმა და სხვა პოლიტიკოსებმა.
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი კი, ფინელ კოლეგას დაუკავშირდა და ბოდიში მოიხადა.