ირაკლი ბერაია: საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად

“საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად”, – ასე გამოეხმაურა სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებას.

როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, უწყების ხელმძღვანელი პირები, ჩვენი ელჩები საზღვარგარეთ, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ კომუნიკაციას ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, მომავალ კვირას, ვაშინგტონში, ამერიკელ სენატორებთან, კონგრესმენებთან და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე.

საქართველოს ხელისუფლების, მისი ყველა შესაბამისი უწყების, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ეს საკითხი აქტუალურია საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის დედაქალაქში და საერთაშორისო ორგანიზაციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, უწყების ხელმძღვანელი პირები, ჩვენი ელჩები საზღვარგარეთ, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ კომუნიკაციას ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ამ უკანონობის დასასრულებლად.

ორშაბათიდან, საქართველოს პარლამენტის დელეგაციას, გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრებით დატვირთული კვირა ვაშინგტონში, სადაც ვხვდებით ჩვენს კოლეგა სენატორებსა და კონგრესმენებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებს. მათთან განსახილველი საკითხების ჩამონათვალში, ერთ-ერთი უმთავრესი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაა”, – წერს ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები