ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის – „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში” პირველი ეტაპი დაიწყო
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის – „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში” პირველი ეტაპი დაიწყო.
პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე საჯარო მმართველობის სიტემის გაცნობა და საჯარო სამსახურის განვითარება.
„ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში – შესავალი კურსის” ფარგლებში თბილისის, ქუთაისის, ფოთის, გურჯაანის, ამბროლაურის, ბოლნისის, დმანისის, გორისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ.
შესავალი კურსი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მონაწილეთა მომზადებას 5-დღიანი ინტენსიური პრაქტიკული ტრენინგისთვის, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ლუდოვიკას უნივერსიტეტში გაიმართება.