ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები, რომლის ფარგლებში კურსის მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

• პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსი და მიზანი;

• კანონის მოქმედების სფერო;

• მონაცემთა დამუშავების პრინციპები;

• არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემის წესი და პირობები;

• აუდიო და ვიდეო მონიტორინგის განხორციელება;

• მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით;

• მონაცემთა სუბიექტის უფლებები;

• დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ძირითადი ვალდებულებები.

კურსის გავლა შესაძლებელია როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურ ფორმატში. მისი ხანგრძლივობა 14 საათი. კურსის ღირებულება ერთ მსმენელზე დისტანციური სწავლების შემთხვევაში 280 ლარია, პირისპირ – 420. აღნიშნულ კურსს წაიკითხავს ნინო ქურასბედიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები