„სოფლის მეურნეობის დარგში ჩართული ფერმერებისთვის აგროტურის განხორციელების” ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში პირველი აგროტური გაიმართა
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს 2026 წლის ქვეპროგრამის „აგრარული ექსტენციის მიწოდება” ფარგლებში, ღონისძიება „სოფლის მეურნეობის დარგში ჩართული ფერმერებისთვის აგროტურის განხორციელება” ფარგლებში,
სამეგრელოს რეგიონში პირველი აგროტური გაიმართა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აგროტურის მიზანია ფერმერებისთვის თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიებისა და წარმატებული სამეწარმეო პრაქტიკის გაცნობა, გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, პროფესიული ცოდნის გაღრმავება და მიღებული ცოდნის საკუთარ მეურნეობებში
დანერგვის ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის ზრდას.
“აგროტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თხილისა და ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები. ასევე მოინახულეს მოცვის პლანტაცია, სამაცივრე და მარწყვის სასათბურე მეურნეობა,
ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები.
აგროტურში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან შერჩეული 20-მდე ფერმერი მონაწილეობდა,”- წერია ინფორმაციაში.