“ვულოცავ ირაკლი მეზურნიშვილს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას” – შალვა პაპუაშვილი

“ვულოცავ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს, ირაკლი მეზურნიშვილს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი წერს.

პარლამენტის თავმჯდომარე მოხარულია, რომ ასამბლეაში საქართველოს თავმჯდომარეობის მანდატის დასრულების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობა ორგანიზაციის (PABSEC) ხელმძღვანელობაში კვლავ გრძელდება.

“ვუსურვებ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში და საქართველოს ინტერესების ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო საპარლამენტო ასპარეზზე”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები