მედია: პოლონეთის პრეზიდენტი ზელენსკისთან კონტაქტების შეზღუდვას აპირებს

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კონტაქტების შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Dziennik Gazeta Prawna ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საკითხი ორ ქვეყანას შორის ისტორიულ თემებზე არსებული უთანხმოების ფონზე განიხილება. ამასთან, წყაროების ცნობით, ვარშავა უკრაინისთვის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის შემცირებას არ გეგმავს.

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საბოლოო პოზიცია შესაძლოა 11 ივლისს, ვოლინის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების შემდეგ ჩამოყალიბდეს.

მედია აღნიშნავს, რომ ვარშავასა და კიევს შორის დაძაბულობის ახალი რაუნდი მას შემდეგ დაიწყო, რაც ზელენსკიმ მაისის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის“ (UPA) გმირების წოდება მიანიჭა. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, პოლონეთის ლიდერმა ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები