თეირანი ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე 30-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას ელოდება
ირანში გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიის ჩასატარებლად ეროვნული და პროვინციული შტაბები შეიქმნა.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი საკითხებში და ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის დაკრძალვის ეროვნული შტაბის მდივანმა, ალი აკბარ პურჯამშიდიანმა განაცხადა
„ამჟამად, 30-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, ცერემონიაზე ოფიციალური წარმომადგენლები გამოგზავნონ. გარდა ამისა, 90-ზე მეტი ქვეყნიდან სასულიერო პირები, მეცნიერები და მკვლევრები დაგვიკავშირდნენ“, – თქვა მან.
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, გამოსამშვიდობებელი ცერემონია და დაკრძალვა 4-დან 9 ივლისამდე გაიმართება.