„ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც ფიშერი საქართველოში ელჩი იყო, ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ურთიერთობა დაზიანებულიყო – მან, პრაქტიკულად, ჩვენი ურთიერთობა გაანადგურა” – ირაკლი ჭეიშვილი

“გერმანიასთან 30-წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩვენ მადლიერები ვართ გერმანიის, ყოველთვის გვერდით გვედგა, როგორც პარტნიორი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს.

ის საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას „დღის ქრონიკასთან“ ეხმიანება.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც ფიშერი საქართველოში ელჩი იყო, ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ურთიერთობა დაზიანებულიყო – მან, პრაქტიკულად, ჩვენი ურთიერთობა გაანადგურა.

კარგად გვახსოვს ფიშერის განცხადებები, გვახსოვს მისი დუმილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე, გვახსოვს მისი სიძულვილის ენა, რაც ამ 3 წლის განმავლობაში აკეთებდა. ის ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ურთიერთობა გერმანიასთან მხოლოდ აზიანებდა და მან მის საწადელს მიაღწია.

გერმანიის ელჩი საქართველოდან ისე წავიდა, რომ არც პრეზიდენტთან, არც პარლამენტთან და არც პრემიერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა არ ჰქონია.

იმედს გამოვთქვამ, რომ ახალი ელჩის დანიშვნის შემდეგ გერმანიასთან ურთიერთობა გადაიტვირთება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება”, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები