სალომე ზურაბიშვილი: მე მაქვს ძალიან თანმიმდევრული წესი, ბევრს ვურჩევდი, ეს წესი გაიზიაროს

მე მაქვს ძალიან თანმიმდევრული წესი, ბევრს ვურჩევდი, ეს წესი გაიზიაროს- სხვა ადამიანის მიერ გაკეთებულ კომენტარზე კომენტარს არ ვაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

“მე მაქვს ძალიან თანმიმდევრული წესი. ბევრს ვურჩევდი, რომ ეს წესი გაიზიაროს. სხვა ადამიანის მიერ გაკეთებულ კომენტარზე, მე კომენტარს არ ვაკეთებ. მე მკითხეთ მე რას ვფიქრობ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები