ალეკო ელისაშვილმა ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან სტიკერები გააკრა

“ვამხილოთ მაჟორიტარი ფეოდალები” კამპანიის ფარგლებში ალეკო ელისაშვილი ოზურგეთის მაჟორიტარისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან სტიკერები გააკრა.

“ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ თითოეულ რაიონს და ოზურგეთსაც ჰყავს თითო ფეოდალი, რომლებიც მოასხდნენ ამ ქვეყანას და მთავრობიდან მთავარობაში გადადიან. რაიონში ყველა ღატაკდება და ესენი მდიდრდებიან. ვინმემ მომიყვეს აქ რას აკეთებს ბატონი თალაკვაძე, რომ მოაჯდა ოზურგეთის რაიონს და ძაან ჭკვიანური სახით რაღაცებს რომ გველაპარაკება. კომოს ტბაზე რომ დადის ვიცით, არ ვყოფილვარო რომ გვატყუებს, ისიც ვიცით, მაგრამ ოზურგეთისთვის რას აკეთებს, გვითხრას ვინმემ. ამ ქვეყნის განვითარებას აფერხებენ და უკლავენ პერპექტივას ეს ფეოდალი მაჟორიტარები.
არის ძველი თაობის მაჟორიტარები, აჩიკო თალაკვაძე და წილოსანი ახალი თაობის მაჟორიტარები არიან. თუმცა სწავლობენ როგორ გამოსწოვონ სისხლი საკუთარ რაიონს, როგორ გახდნენ მდიდრები, ხალხის ხარჯზე. დავდივართ და ყველა რაიონში გასაქანს არ მივცემთ ამ წურბელებს”, – ამბობს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილი და სამოქალაქო მოძრაობის სხვა წევრები მანამდე ჩოხატაურის ბაზარში იმყოფებოდნენ და არჩილ თალაკვაძის და ნინო წილოსანის შესახებ ბუკლეტებს არიგებდნენ, სადაც მათ ბაზრის დირექტორი და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები