ირაკლი კობახიძე: ჩვენი შეთავაზება ემსახურება იმას, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა, ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში არ მოაქციონ

„ეს შეთავაზება არის იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ვინაიდან, ასეთ დროს არის ცდუნება იმის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ”,- საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ახალ საარჩევნო შეთავაზებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წელს ჩატარდება არჩევნები შერეული სისტემით, 2024 წლიდან ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე და ყოველი შემდეგი არჩევნები ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით, ეს დადგენილია მოქმედი კონსტიტუციით.
„იმისთვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ჩაიწეროს, რომ თუ ტარდება რამე ტიპის არჩევნები 2020-დან 2024 წლამდე, ეს არჩევნები ტარდება იგივე სისტემით, რაც იქნება 2020 წლისთვის, ოღონდ ერთი დათქმით, რომ ამ შემთხვევაში არჩეული პარლამენტი, აირჩევა 2024 წლის ბოლომდე ვადით”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები