„ექიმი საზღვრის კვეთის ფაქტს არ აღიარებს” – ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი შემდეგ კვირას გაიმართება

ახალგორის ე.წ. სასამართლო, ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის ვაჟა გაფრინდაშვილის მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესს, მომდევნო კვირას გამართავს.

ამის შესახებ „კვირას“ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით ასათიანმა განუცხადა.

უფლებამცველის ინფორმაციით, „ექიმი საზღვრის კვეთის ფაქტს არ აღიარებს. შემდეგი პროცესი მომავალ კვირას გაიმართება“.

ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი ე.წ. პატიმრობა 15 ნოემბერს მიუსაჯეს.
ე.წ. სამართალდამცველები მას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლის 1 ნაწილით ედავებიან, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს“ და ისჯება ჯარიმით, ორწლიანი იძულებითი შრომით, ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები