ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა
ახალგორის ე.წ. სასამართლომ “ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების” პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან ე.წ. პატიმრობაში დატოვა.
ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.
15 ნოემბერს მას ორთვიანი ე.წ. პატიმრობა ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით მიუსაჯეს.