ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ექიმიც ესწრება

ცხინვალში ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. საქმის განხილვა მიმდინარეობს. დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრება, წერს „რადიო თავისუფლება“.
საქმეს ახალგორის ე.წ. სასამართლო განიხილავს, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.
საოკუპაციო ძალებმა ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. 15 ნოემბერს გაფრინდაშვილს ორთვიანი ე.წ. პატიმრობა ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები